ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  თანამდებობა დატოვა

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ მან განცხადება  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: 

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფოთის თეატრი!
ვითარება, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრშია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ადამინაისთვის და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი, მიუღებელი და შეურაცმყოფელია!
მიზეზებზე, დაწვრილებით მოგახსენებთ მოგვიანებით!
ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს!“.
დავით მღებრიშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თეატრის დირექტორს თენგიზ ხუხიას კი მობილური გამორთული აქვს.

მსახიობებმა „აიპრესთან“ საუბარში განაცხადეს, რომ ამის შესახებ თვითონაც "ფეისბიუქის" გვერდიდან შეიტყვეს.
შეგახსენებთ, დავით მღებრიშვილმა სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გამოქვეყნებამდე, საქართველოს პროკურატურის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც, ოთხი წლის წინ გახსნილი, 11 მილიონიანი თეტრის ახალი შენობის ავარიულ მდგომარეობაზე, კონკრეტული პასუხები მოითხოვა.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

43 წუთის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036