მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არ არის ბანკები, ესენი არიან სოლომონ მეჯღანუაშვილები

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არ არის ბანკები, ესენი არიან სოლომონ მეჯღანუაშვილები

„საქართველოში არ არის ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის მიმართვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. 

"მან (ბიძინა ივანიშვილმა) თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ბანკების საერთო აქტივები 3-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა 30 მილიარდზე მეტია. ამავე დროს ბანკების სუფთა მოგება 136 მილიონიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

"გამეხარდებოდა, რომ ეს მომხდარიყო ხალხის გამდიდრების, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ფონზე. მაგრამ ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. 

„ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი, ტელევიზორი, სახლი, მაგიდა, სკამი, მაცივარი, საბანკო ანგარიშები, ყველაფერი დაყადაღებული აქვს ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს აქვს ბანკის ე.წ. ამ მევახშეების ვალი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

43 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068