დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ბაღში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ წიგნების გამოფენა-გაყიდვას და წიგნის პრეზენტაციებს, სადაც ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენენ. 

ბაღში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ წიგნების გამოფენა-გაყიდვას და წიგნის პრეზენტაციებს, სადაც ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენენ. ასევე, შეუძლიათ, ადგილზე, საკუთარი ხელით დაამზადონ ქართული ასო-ნიშნები და 1920 წლის სტამბური კლიშეებით დაბეჭდონ „დედაენა“.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ ღონისძიებაზე, 17:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება თბილისის შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი. 19:00 საათიდან კი დაიწყება დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი - „ანიდან ჰოემდე“.
დღის ბოლომდე ბაღში გამოფენილი იქნება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი - „დედაენის“ სტამბური კლიშეები, ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, „დედაენის“ შესახებ დაწერილი რეცენზიები, სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“, ასევე, „ოსმალოს საქართველოს“ და სხვა დოკუმენტების თემაზე შექმნილი ბანერები.

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

4 საათის წინ

"რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068