საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე სირიაში ქიმიური იარაღის განვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის საფუძველზეა შედგენილი. ანგარიში საფრანგეთის სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზეა მომზადებული და 2018 წლის 14 აპრილითაა დათარიღებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის რეჟიმმა 2013 წლიდან ქიმიური იარაღის წარმოების საიდუმლო პროგრამა შეინარჩუნა. 
2012 წლამდე, სირიის ხელისუფლება ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას არ ადასტურებდა. თუმცა, 2013 წელს გარე ზეწოლის შედეგად, სირიამ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას ხელი მოაწერა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მტკიცებულებების ანალიზი მოწმობს. სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და CIA-ს მონაცემების მიხედვით, სირიაში მომწამვლელი ნივთიერებების წარმოება 1970-1980 წლებში დაიწყო.
ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ დებულება 2013 წლის 16 სექტემბერს მიიღეს.

OPCW-ის მისიამ სირიაში სავარაუდო თავდასხმის თაობაზე ''ნიმუშები'' აიღო

OPCW-ის მისიამ სირიაში სავარაუდო თავდასხმის თაობაზე ''ნიმუშები'' აიღო

13 საათის წინ

"OPCW-ი შეაფასებს სიტუაციას და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის დუმაში მორიგი ვიზიტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. სირიის ქალაქში ამოღებული ნიმუშები ნორვეგიაში OPCW-ის ლაბორატორიაში გაიგზავნება და შემდეგ ორგანიზაციის...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036