"ლიბერთი ბანკის" მძარცველები შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, პენსიონერის მანქანით გაიქცნენ

"ლიბერთი ბანკის" მძარცველები შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, პენსიონერის მანქანით გაიქცნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში შეიარარებულმა, ნიღბიანმა პირებმა ,,ლიბერთი ბანკის " ფეი ექსპრესი გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან იქვე მდგომი მანქანით გაიქცნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა რიგში მდგომი პენსიონერის იყო. შსს-მ ჯერ მანაქანის მფლობელის ვინაობა არ იცის, თუმცა მანქანის გატაცების ფაქტს ადასტურებს.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში "ლიბერთი ბანკის " ფეი ექსპრესის დააყაჩაღებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმხილველი "აიპრესთან" დეტალებზე საუბრობს:

„დილით დაახლოებით ათის ნახევარზე მოხდა დაყაჩაღება, მაშინ როდესაც პენსიონერები კუთვნილ პენსიას იღებდნენ. პლაშებში და ნიღბებში გამოწყობილი პირები იარაღის მუქარით შევარდნენ და ფულის გაიტაცეს. არავინ დშავებულა მაგრამ, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს რომ დაშავებაზე უარესი აღმოჩნდეს, ხალხი იმდენად შეშინებული და გაოგნებული იყო.იქ ყველა ასაკოვანი ხალხი იყო, ვინმეს რამე რომ მოსვლოდა, ეს უკვე სხვა თემაა როგორ გადაიტანდნენ ამას. საოცრებები ხდება, გამოდის უკვე გარეთ გასვლა უნდა გვეშინოდეს. შემთხვევის ადგილზე ახლაც პოლიცია იმყოფება“-განაცხადა ცხემლისხიდის მკვიდრმა მზია წერეთელმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

7 საათის წინ

ზაზა სვანაძე სწორედ ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს. "ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას კიდევ არ დაარქმევენ პოლიტიკურ სახელს და პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს ის ადამიანები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036