ბექაური: ცნობილი ექსპერტი მედიაწიგნიერების საკითხზე ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს

ბექაური: ცნობილი ექსპერტი მედიაწიგნიერების საკითხზე ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს

"კომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით სერიოზული აქტივობების განხორციელებას გეგმავს. ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ექსპერტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს",  ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა "კვირის ინტერვიუში" განაცხადა.

„დღევანდელ ცვალებად ეპოქაში, როცა მომხმარებლის ქცევა იცვლება და ადამიანები ინფორმაციის მიღებას არა კლასიკური მედიის, არამედ უკვე ახალი მედიის პლატფორმებით იწყებენ, ვგეგმავთ, კონტენტის მკეთებლებს, ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს დავეხმაროთ, რომ კლასიკური მედია მულტიმედიურ კონტენტზე გადაეწყოს და თანამედროვეობას ფეხი აუწყოს. თანამედროვეობასთან ერთად, მათ ხარისხიანი ჟურნალისტიკა არ უნდა დაავიწყდეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, მთავარი არის ის, რომ თანამედროვე კონტენტის კეთებასთან ერთად ხარისხიანი ჟურნალისტიკა არ დაიკარგოს.

„დღეს, როცა საინფორმაციო ველი ასეთი დინამიკურია, ჟურნალისტური სტანდარტი ავიწყდებათ. ავიწყდებათ, რომ ახალი ამბავი უნდა გადაამოწმონ. გავიხსენოთ მაგალითად, პატრიარქთან შეხვედრის ყალბი ახალი ამბავი, რომელიც ბევრმა საინფორმაციო სააგენტომ წაიღო. მერე მისი წაშლა მოუწიათ. ესაა იმის მარტივი მაგალითი, რომ სისწრაფეში და საინფორმაციო პროდუქტის მოდერნიზებაში ჟურნალისტიკა ავიწყდებათ“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, კომისია ამისთვის უცხოელი, გამოცდილი, საუკეთესო პედაგოგებისა და ექსპერტების ჩამოყვანას გეგმავს.

„თავიდან, ხარჯები კომისიის ბიუჯეტიდან გაიწევა, სამომავლოდ კი, იმედი გვაქვს, ამაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, გრანტებიც იქნება და ა.შ.“ – განაცხადა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის გეგმების მეორე კომპონენტი მედიაკრიტიკის განვითარებაა, რომელიც კონტენტის მკეთებლებსა და საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

„ეს რთული ამოცანაა, მაგრამ მედიაკრიტიკით ხარისხიანი ჟურნალისტიკის გარჩევის გარკვეული გზამკვლევი უნდა შევქმნათ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, კომისია გარკვეული პროექტების განხორციელებას გეგმავს, რათა მომხმარებლებმა მულტიმედიური კონტენტისგან მაქსიმალური სარგებლის, მრავალფეროვან გარემოში ხარისხიანი, არაყალბი ახალი ამბების მიღება შეძლონ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ყალბი და არა გაყალბებული ინფორმაციის გარჩევა როგორ უნდა შეძლონ მაყურებლებმა, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, კომისია კონკრეტულ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„პირველი აქტივობა მაისის დასაწყისში გვაქვს დაგეგმილი. ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ექსპერტი, რასაც პირველად თქვენს გადაცემაში ვახმოვანებ. მასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა და კომისიის თანამშრომლებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე ის ორკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს. იქნება ერთდღიანი, ან ორდღიანი საჯარო მასტერკლასიც“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

4 საათის წინ

"რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068