მაია ცქიტიშვილი: სამინისტროს და პარლამენტს აქტიური თანამშრომლობა გვექნება

მაია ცქიტიშვილი: სამინისტროს და პარლამენტს აქტიური თანამშრომლობა გვექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შეხვდა. 

პირველ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილეები-ირაკლი ქარსელაძე, ილია ბეგიაშვილი და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეეები ესწრებოდნენ.

სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.

„საკმაოდ დეტალურად გავიარეთ სამომავლო გეგმები და სამუშაო პროცესი. პირველ რიგში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს და პარლამენტს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ქალბატონი მინისტრისგან მოვისმინე კომპეტენტური და შინაარსიანი მსჯელობა და დამოკიდებულება ძირითადი საკითხების ირგვლივ, მით უმეტეს, დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დეტალურად ისაუბრეს კომიტეტის და სამინისტროს იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ერთობლივად აპირებენ.

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

12 საათის წინ

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036