კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს მოაწესრიგებს

კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს მოაწესრიგებს

„ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოთა გადატვირთულობის საკითხები იყო განხილული, ხოლო შემდეგი შეხვედრისთვის, კი უკვე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი. 
 
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება. დღეს განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და სასამართლოთა გადატვირთულობას.
 
როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ ახლა, ამ ორი შეხვედრის საფუძველზე. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს“,-განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ.
კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036