საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ყრილობა გამართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ყრილობა გამართა

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-11 ყრილობა გაიმართა დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში". ფედერაციის ხელმძღვანელობამ ყრილობაზე 2015-2018 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ საანგარიშო მოხსენება წარმოადგინა.

ყრილობაზე  საქართველოს სათხილამურო  ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და  ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს ემთხვევა.

ყრილობაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სათხილამურო სპორტს შემდეგი შემადგენლობით უხელმძღვანელებს: პრეზიდენტი - ზურაბ კოსტავა, გენერალური მდივანი - ირინა აჩბა, ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე გაბაშვილი, პატრიკ ლანგი, ეკატერინე ორჯონიკიძე, თამაზ გამცემლიძე.

ზურაბ კოსტავას ხედვით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ვინაიდან საქართველო მთის ქვეყანაა და ამ სპორტის ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია, სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის  განვითარებისთვის, ასევე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

ყრილობას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენეიშვილი. მათ რეგიონებში სპეციალიზირებული სპორტ-სკოლების გახნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს საქართველოში სპორტსმენების რაოდენობის გაზრდას და სამთო სათხილამურო კურორტების კიდევ უფრო განვითარებას.

ყრილობაზე ასევე საუბარი იყო, ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს იგეგმება. 

"მაისის შუა რიცხვებში ბაკურიანი ოფიციალურად გახდება 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კურორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზამთრის სპორტისთვის. უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო და მჯერა რომ  ამ სპორტის ყველა გუშემატკივარი კიდევ უფრო გაერთიანდება ამ ღონისძიების ხარისხიანად ჩასატარებლად", - გიორგი რამიშვილი.

16 მაისს საბერძნეთში დასახელდება ქვეყანა, სადაც  2023 წლის სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. საქართველო ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატია.

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

11 საათის წინ

"ვისაც იუსტიციის სამინისტრო იმოწმებს, ასევე ნავარაუდევი იყო ჩვენს მიერ. იანვარში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო, არა მთავრობის, არამედ სხვა პირების მხრიდან. ჩვენ მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს არის მართული კამპანია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036