უბედური შემთხვევა თბილისი-სტამბოლის რეისზე: გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

უბედური შემთხვევა თბილისი-სტამბოლის რეისზე: გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისი-სტამბულის რეისზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს"  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

მისივე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს უახლოვდებოდა. 

"გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, "პეგასუსის" მგზავრი იყო, ახალგაზრდა მამაკაცი, 28 წლის, საქართველოს მოქალაქე. ხომალდი უკვე დაძრული იყო, უახლოვდებოდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, როდესაც უკან მობრუნდა, ვინაიდან მგზავრი ცუდად გახდა. სანამ მობრუნდა უკან და ჩასხდომის ხიდი მიადგა ხომალდს, ექიმები შევიდნენ თუ არა, მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო" - განაცხადეს პრესსამსახურში. 

მაია ცირამუა: ველოდები სამინისტროს რეაგირებას-დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას!

მაია ცირამუა: ველოდები სამინისტროს რეაგირებას-დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას!

1 საათის წინ

"მოსწავლეს რომ ბიბლიოთეკაში ჩაკეტავ, საპირფარეშოშიც კი არ გაუშვებ, ყველა უფლებას შეუზღუდავ, ღირსების შელახვის გარდა, წამების ტოლფასია და რას ელოდები შემდეგ ბავშვისგან მასწავლებლის და სკოლის პატივისცემას? სწავლის და წიგნის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036