ბახტაძე: საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია

ბახტაძე: საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია

"საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა სექტორებში გვქონდეს სწრაფი ზრდა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება, იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული.

"აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში.

შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას.

მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას, ეს არის სიღარიბის დამარცხება, სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე და მათ წახალისებაზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

20 აპრილი, 2018

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036