პარლამენტში ზაზა გაბუნიას და მაია ცქიტიშვილის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში ზაზა გაბუნიას და მაია ცქიტიშვილის შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს შეხვდა. 

პირველ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, პარლამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

ზაზა გაბუნიას შეფასებით, პირველივე ოფიციალური შეხვედრა მინისტრთან იყო საქმიანი და შინაარსიანი.

„ქალბატონი მინისტრისგან მოვისმინე საკამაოდ ღრმა, კომპეტენტური და შინაარსიანი მსჯელობა და დამოკიდებულება იმ ძირითადი საკითხების ირგვლივ, რომლებიც გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილის, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო საკითხები. მით უმეტეს, დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, უმნიშვნელოვანესი კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აღნიშნული სამინისტრო განახორციელებს, ამიტომ, მე მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შესაძლებლობა გვქონდა მოგვესმინა კომპეტენტური, კვალიფიციური და სწორი, შინაარსიანი ხედვების მქონე მინისტრისთვის, რასაც მივესალმები როგორც კომიტეტის თავმჯდომარე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრა თავის მხრივ დადებითად შეაფასა მინისტრმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს კომიტეტის და სამინისტროს იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ერთობლივად აპირებენ.

„პირველ რიგში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს და პარლამენტს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია.

ბათუმში შუახნის ქალი 6 მაისის პარკში გარდაიცვალა

ბათუმში შუახნის ქალი 6 მაისის პარკში გარდაიცვალა

9 საათის წინ

 როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში "აიპრესს" განუცხადეს, ადგილზე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ინფომაციით, ქალს თავის ტრამვა აღენიშნებიდა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036