Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ილია წულაია: კახა კალაძის ვიზიტი ისრაელში კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა
ილია წულაია: კახა კალაძის  ვიზიტი ისრაელში კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა

ილია წულაია: კახა კალაძის ვიზიტი ისრაელში კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა

"კახა კალაძის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა ისრაელში განსხვავებულ ეტაპზე გადაიყვანა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც იერუსალიმის, ისე თელავივის მერებთან შეხვედრა ძალიან პრაგმატული და კონკრეტული შედეგებით დასრულდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაიგეგმა მერების ვიზიტი თბილისში. 
"ძალიან მალე, 2018 წლის ივნისისთვის დაიგეგმა ეკონომიკური ფორუმის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში, რომელსაც ამ ორი წარმატებული ქალაქის მერებიც დაესწრებიან. ძალიან ბევრმა ებრაელმა ბიზნესმენმა დიდი ინტერესი გამოხატა თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის და ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების. ესენიარიან ინვესტორები, რომელთაც აქვთ დიდი რესურსი და სურვილი მასშტაბური ინვესტიციები განახორციელონ მაღალი ტექნოლოგიების და ტურიზმის სფეროში. 
ვიზიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისრაელის მედიის ძალიან დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება.
მე დარწმუნებული ვარ ამ ვიზიტს უახლოეს პერიოდში ძალიან შთამბეჭდავი კონკრეტული შედეგები მოყვება თბილისისთვის და თბილისლებისთვის", - განაცხადა ილია წულაიამ.
უსუფაშვილი: ივანიშვილმა დაასკვნა, რომ მმართველი გუნდის განხეთქილება ქვეყანას უქმნის საფრთხეს

უსუფაშვილი: ივანიშვილმა დაასკვნა, რომ მმართველი გუნდის განხეთქილება ქვეყანას უქმნის საფრთხეს

2 წუთის წინ

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს ასეთი მოულოდნელობები ახასიათებს.  "დღევანდელი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის იქნებოდა ძალიან მძიმე და მტკივნეული, რადგან მას ძალიან მყარად ქონდა გადაწყვეტილი როდესაც წავიდა, აღარ მობრუნებულიყო...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085