ევროპის ლიგა: 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია

ევროპის ლიგა: 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, რამდენიმე წუთის წინ ევროპის ლიგის 1/2 ფინალური წყვილების წილისყრა დასრულდა. 

გუშინ განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება "ატლეტიკომ", "არსენალმა", "მარსელმა" და "ზალცბურგმა" მოიპოვეს. 

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მარსელი - ზალცბურგი

არსენალი - ატლეტიკო

ევროპის ლიგის პირველი შეხვედრები 26 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი - 3 მაისს.

ევროპის ლიგის ფინალს 16 მაისს, საფრანგეთი, კერძოდ კი ლიონის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036