იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიდ გიულს შეხვდა და სახელმწიფოებს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხი განიხილა.

"თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა იყო, ასევე, იმ ანგარიშგასაწევ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას გვაღელვებს, რადგანაც მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის პროკურატურის ორგანოები, უშიშროების სამსახურები და იუსტიციის სისტემები კარგად თანამშრომლობენ, და რომ ეს თანამშრომლობა, მათ შორის, ექსტრადიციის საკითხში, უნდა გაძლიერდეს და გააქტიურდეს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

12 საათის წინ

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036