ბიზნესომბუდსმენი: მამუკა ბახტაძის დაანონსებული რეფორმები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ბიზნესომბუდსმენი: მამუკა ბახტაძის დაანონსებული რეფორმები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ, "პირველი არხის" ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა. 

„ბოლო პერიოდში, რამდენიმე ტალღა რეფორმების, რომელიც ანონსირებული იქნა ფინანსთა საინისტროს მხრიდან, მთლიანობაში, მინდა ეს მიდგომა შევაფასო. მინდა ვთქვა, რომ ბიზნესისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოანი, რადგან ერთის მხრივ, ეს რეფორმების ტალღა უზრუნველყოფს იმას, რომ საგადასახადო განაკვეთები იქნას შემცირებული. მეორეს მხრივ, ადმინისტრირება იქნას გამარტივებული“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად იზიარებს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ამ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის განვითარების საშუალებას არ აძლევს, ლექვინაძემ განაცხადა:

„რაც იქნა გაჟღერებული, ეს ემსახურება მიზანს, რომელიც გულისხმობს, ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებსაც ნაკლები წვდომა ქვთ ფინანსურ რესურსზე, ამ კუთხით ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები. ზოგადად, ფინანსთა მინისტრის, ეფუძნებოდა ბუნებრივია გარკვეულ ანალიზს. მე შემიძლია ერთი რამე დაგიდასტუროთ. ჩვენ ძლიან ბევრი შეხვედრა გვაქვს ბიზნესგაერთიანებებთან, ბიზნესაცოციაციებთან და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დგება ამ შეხვედრებზე, ერთ-ერთი არის სწორედ ფინანსურ რესურსებზე წვდომა. განსაკუთრებით ეს ეხება საშუალო და მცირე ბიზნესს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: "საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

14 საათის წინ

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036