საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და 96-ე ადგილზეა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და 96-ე ადგილზეა

ფიფამ მსოფლიო ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა და 362 ქულით 96-ე ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგში დაწინაურების მიზეზი ჩვენი ნაკრების ბოლო 2 გამარჯვებაა - ლიტვასთან - 4:0 და ესტონეთთან - 2:0. 

მომდევნო 2 შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ავსტრიში, მალტის წინააღმდეგ და ლუქსემბურგში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. თამაშები 1 და 5 ივნისს არის დაგეგმილი.

მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში გერმანიის, ბრაზილიის და ბელგიის ნაკრებებია. ჩვენს გუნდს ფარერის კუნძულების და ესტონეთის ნაკრებები უსწრებენ, უკან კი ინდოეთის, სომხეთის და ისრაელის ნაკრებები მოსდევენ.

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

3 საათის წინ

შეგახსენებთ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში ოქროს მედალი და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ჩემპიონმა ატაცში 210 კილოგრამი აწია და დისციპლინის ოქროს...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068