იუსტიციის მინისტრი დანიელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი დანიელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

თეა წულუკიანი დანიის იუსტიციის მინისტრ სორენ პოლსენს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი ევროპასთან საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას შეეხო.

„ჩვენ ვისაუბრეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ და მინისტრმა აღნიშნა, რომ არის საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს. ჩვენ ვთავაზობთ დანიას, რომ გერმანიის, ისლანდიის მსგავსად საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყანად, სადაც მოქალაქეთა დევნა არ ხდება და მაღალი ხარისხით დაცულია გამოხატვისა თუ სხვა თავისუფლებები. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს დიდი მონაპოვარი და საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, რისი ნაწილიც გახლავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან. მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრები მონაწილეობენ. მათ შორის არიან ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის მინისტრები.

იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ კონფერენციის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები წარუდგინა. თეა წულუკიანმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. იგი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მექანიზმის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სტრასბურგის სასამართლოში დაგროვილი საქმეების დროულად განხილვისათვის; განსახილველ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოქნილი მექანიზმის შემუშავება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა მარტივად და სწრაფად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებში დროულად ჩართვა; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის დახვეწა ევროპის საბჭოში; სახელმწიფოთა უკეთესი თანამშრომლობა ექსტრადიციის პროცესში იმ საქმეებზე, რომლებზეც დარღვევის გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

კონფერენციის ფარგლებში მიღებულია „კოპენჰაგენის დეკლარაცია“, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებულ რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 
 

ფოფხაძე: უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ ამას მშვიდად შეხვედო

ფოფხაძე: უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ ამას მშვიდად შეხვედო

37 წუთის წინ

ფოფხაძის თქმით, როდესაც არსებობს კითხვები, ყველას ერთნაირი პასუხი არ უნდა ქონდეს. "უმრავლესობის ფარგლებში უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი რესურსი, როგორც პოლიტოკისებმა ბოლომდე ამოწურონ, გარდა...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051