ირაკლი ლექვინაძე: მამუკა ბახტაძის დაანონსებული რეფორმა ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უჩენს

ირაკლი ლექვინაძე: მამუკა ბახტაძის დაანონსებული რეფორმა ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უჩენს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უჩენს. როგორც ლექვინაძემ "აიპრესთან" აღნიშნა, ის მიესალმება აღნიშნული რეფორმის განხორციელებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან პოზიტიური იქნება.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ინიციატივა, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაჟღერდა და რომელიც სასტარტო კაპიტალზე წვდომის რეფორმას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის აქტუალურია, რადგან თუნდაც ჩვენი ოფისის მიერ ჩატარებული შეხვედრების ანალიზიც აჩვენებს, რომ დღეს ბიზნესს ერთ-ერთი პრობლემა რაც აქვს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს, ეს სწორედ სასტარტო კაპიტალზე წვდომაა.

ვფიქრობ, ნებისმიერი ახალი ინსტრუმენტის გაჩენა, რომელმაც შესაძლოა აღნიშნულ გამოწვევას უპასუხოს, ძალიან კარგია. 
საბანკო სექტორს რაც შეეხება, მათ თავიანთი განსაზღვრული მიმართულება აქვთ, რა არეალშიც ისინი აქტიურად მოქმედებენ და გარკვეულწილად ამ მოქმედების არეალში ისინი თავიანთ საქმიანობას შეუფერხებლად ახორციელებენ. თუმცა, ფაქტია, რომ პრობლემად რჩება რიგი ბიზნესებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური იყოს და უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა შეძლონ.

ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმა დამატებითი რესურსის გაჩენას გულისხმობს, რომ საბანკო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ავსებს იმ არეალს, სადაც ბანკების მოქმედება შეზღუდულია. სადაც, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ნაკლებად მიუწვდება ხელი ფინანსურ რესურსზე.

ვფიქრობ, არსებული მექანიზის შექმნა კიდევ უფრო გააჩენს იმ შესაძლებლობას, რომ ბიზნესს უფრო მეტი რესურსი ექნება, თუნდაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას, რომ უფრო მეტ ფინანსებზე ჰქონდეს წვდომა. ეს კი ნიშნავს გარკვეულწილად უფრო მეტ აქტიურ ბიზნეს კომპანიას, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს.
ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც ბიზნესომბუდსმენი მივესალმებით აღნიშნულ რეფორმას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ეხება ძალიან ბევრ ბიზნესს პოზიტიური კუთხით და ასევე ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

როგორი იქნება დეტალური მექანიზმი, ამას ალბათ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება გარკვეული მოცულობის ფინანსური რესურსი ყოველწლიურად, რომელიც ბანკებთან პარტნიორობის საშუალებით, გარკვეული თანამონაწილეობით უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა ფინანსური რესურსი მიიღონ ახალი პროექტების განხორციელებისას და დიდი სასტარტო პროექტების დაწყებისას.
პირადად, მოხარული ვარ, რომ მსგავსი ტიპის ინსტრუმენტი იქმნება ქვეყანაში, რომელიც ფინანსებზე უფრო მეტი წვდომისა და შესაძლებლობის გაჩენას გულისხმობს.

აღნიშნული პროექტი თავისთავად საბანკო სექტორთან თანამშრომლობას გულისხმობს. მიმაჩნია, რომ კომუნიკაცია იქნება, რადგანაც პროექტი საბანკო სექტორის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება. ეს გულისხმობს უბრალოდ ახალი ფინანსური რესურსის გაჩენას იმისთვის, რომ თუ დამოუკიდებლად რომელიმე კომპანიას ხელი არ მიუწვდება საბანკო სექტორში არსებულ ფინანსურ რესურსზე, ან ის ძვირია მისთვის გარკვეული პროექტების დაწყებისთვის, აღნიშნული მექანიზმით ამ რესურსის მნიშვნელოვნად გაიაფება და ხელმისაწვდომობის ზრდა მოხდება. მთლიანობაში, ეს ბიზნეს სექტორისთვის ძალიან პოზიტიური იქნება“,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ.

"საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს ბახტაძე.

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

20 აპრილი, 2018

"ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036