ბუფონი მსაჯზე: არ შეიძლება გულის ნაცვლად ვედრო გქონდეთ

ბუფონი მსაჯზე: არ შეიძლება გულის ნაცვლად ვედრო გქონდეთ

იუვენტუსის გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი, "რეალთან" განმეორებითი მატჩის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ 90+3 წუთზე, ასეთი საკამათო პენალტი არ უნდა დაინიშნოს. ინგლისელ მსაჯს, მაიკლ ოლივერს, ლეგენდარული მეკარის განცხადებით, 11 მეტრიანი იმ სიტუციაში 11 -მეტრიანი არ უნდა დაენიშნა.

"ეს პენალტის ერთი მეათედი იყო. მსაჯმა დაინახა ყველაფერი და ეს ნამდვილად საკამათო ეპიზოდია. დაუშვებელია ასეთი სიტუაციაში 93-ე წუთზე დადო პენალტი და პირველ შეხვედრაში, ჩვენს სასარგებლოდ არ დადო სუფთა პენალტი. მას შემდეგ, რაც ასეთ წარმოუდგენელ ქამბექს აკეთებ, ერთი ადამიანი არ უნდა ანადგურებდეს ყველაფერს. არ შეიძლება, გულის ნაცვლად ჰქონდეთ ვედრო. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ხასიათი ასეთი თამაშებისთვის, დაჯეხით სახლში, ჭამეთ ჩიფსი, დალიეთ კოლა, სპრაიტი. არ შეიძლება გაანადგურო ოცნებები. "რეალმა" ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა, მაგრამ, დღეს ჩვენ დამატებით დროში თამაშს მაინც ვიმსახურებდით", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia

"რეალსა" და "იუვენტუსს" შორის დაპირისპირებაზე 93-ე წუთზე, ინგლისელმა მსაჯმა ოლივერმა საკამათო 11 მეტრიანი დანიშნა და ბუფონი მასთან კამათის გამო მოედნიდან გააძევა. პენალტის რეალიზება რონალდომ შეძლო, შესაბამისად, მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036