ესპანელი მსაჯი "რეალსა" და "იუვენტუსს" შორის თამაშზე: პენალტი არ იყო

ესპანელი მსაჯი "რეალსა" და "იუვენტუსს" შორის თამაშზე: პენალტი არ იყო

ყოფილი ესპანელი მსაჯი, ედუარდო იტურალდე გონსალესი დარწმუნებულია, რომ 1/4 ფინალურ შეხვედრაში, "რეალსა" და "იუვენტუსს" შორის, მატჩის ბოლოს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

"ბენატიას შეხება არასაკმარისი იყო. ოლივერს პენალტი არ უნდა დაენიშნა", - განაცხადა გონსალესმა.

"რეალსა" და "იუვენტუსს" შორის დაპირისპირებაზე, ბრიტანელმა მსაჯმა ოლივერმა, ბენატიას მიერ საჯარიმოში წესების დარღვევა 90+3 წუთზე დააფიქსირა, ბუფონი შეკამათებისთვის მოედნიდან გააძევა და 11 მეტრიანი დანიშნა, რომელიც რონალდომ უშეცდომოთ შეასრულა და "რეალმა" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036