ინაშვილი: "ფრიდომ ჰაუსი" რომელი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?! სააკაშვილის რეჟიმს აპრავებდა

ინაშვილი: "ფრიდომ ჰაუსი" რომელი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?! სააკაშვილის რეჟიმს აპრავებდა

"დღეს რომ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ საქართველოში მედია არაა თავისუფალი, იმას მართლა სიცხე უნდა გავუზომოთ. ან "ფრიდომ ჰაუსი" რომელი მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანიზაციაა?! "ფრიდომ ჰაუსი", როგორც წესი, სააკაშვილის რეჟიმს "აპრავებდა"", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი აზრით, ამ თემაზე ქართველმა ჟურნალისტებმა უნდა ისაუბრონ. მართლა მაინტერესებს, 2004 წელს წაგვართვეს "ობიექტივი" და თითქმის 10 წელი შევალიეთ არხის დაბრუნებისთვის ბრძოლას... 40-ზე მეტი ტელეარხი ჩაიდეს ჯიბეში. მესაკუთრეებს უსწორდებოდნენ ყველა მეთოდით. ჩვენი არხის დირექტორი ისე ცემეს, დაყრუვდა! ახლა "ფრიდომ ჰაუსი" რაში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ დღეს მედია თავისუფალი არაა და სააკაშვილის დროს დემოკრატიის ექსტაზი იყო?!", - წერს ირმა ინაშვილი facebook-ში.

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

59 წუთის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036