გუგული მაღრაძე: ნინია კაკაბაძეს მხარი არ დავუჭირე, მაგრამ უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ

გუგული მაღრაძე: ნინია კაკაბაძეს მხარი არ დავუჭირე, მაგრამ უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ

ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ "აიპრესთან" განაცხადა. 

„გუნდში რამე სერიოზული დაპირისპირება არ არის და არც იქნება.

არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვთ. ასეთმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ერთეულია. აქ შეიძლება რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ამის შესახებ გუნდი მსჯელობს, როგორ იყოს უკეთესი ყველას ჩართულობა.

მე მიმაჩნია, რომ აქ ნამდვილად არაფერი ხდება საგანგაშო. 116 კაციან უმრავლესობაში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც მოსწონთ ან არ მოსწონთ

თქვენი აზრით დატოვებს თუ არა "ქართული ოცნების“ გუნდს გედევან ფოფხაძე?

ჩვენ არ გვინდა არავის დაკარგვა, არავინაა დაინტერესებული ამით. თუმცა, ეს თვითონ ფოფხაძის გადასაწყვეტია. გუნდის მხრიდან გედევანზე არანაირი მიმართვა არ არის, რომ ვინმეს უნდოდეს მან დატოვოს უმრავლესობა. მაგრამ, დანარჩენი გედევან ფოფხაძის გადასაწყვეტია.

თქვენც იყავით იმ 12 დეპუტატს შორის, რომელმაც საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა...

ამის გამო, მე არ მიფიქრია უმრავლესობის დატოვება და არც ვაპირებ. იმიტომ რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით იყო თავისუფალი კენჭისყრა და ვისაც როგორ უნდოდა ისე მისცა ხმა.

არ მომწონს ნინია კაკაბაძე და არ დავუჭირე მხარი. აქ მთავრია, რომ ეს იყო თავისუფალი კენჭისყრა და არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. ვისაც როგორ უნდოდა ისე აძლევდა ხმას...", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებყთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევამდე, განცხადება გააკეთა, თუ დეპუტატები კაკაბაძის კანდიდტურას მხარს დაუჭერდენენ, ის დატოვებდა უმრავლესობას, რასაც კოლეგებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კოლეგა გედევან ფოფხაძეზე განაცხადა, რომ რელიგიური სპეკულირების ფონზე მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს. რის გამოც, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და გედი ფოფხაძეს დაუჭირა მხარი. "ოცნების" დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტს მოუწყობენ. 

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

1 საათის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036