ჩემპიონთა ლიგა: დრამა "სანტიაგო ბერნაბეუზე" - "რეალი" ნახევარფინალში გაჭირვებით გავიდა

ჩემპიონთა ლიგა: დრამა "სანტიაგო ბერნაბეუზე" - "რეალი" ნახევარფინალში გაჭირვებით გავიდა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის "რეალსა" და "იუვენტუსს" შორის ლამის გუშინდელის მსგავსი სენსაცია დაფიქსირდა. 

პირველი დაპირისპირება ტურინელებს საკუთარ მოედანზე "რეალთან" 0:3 ჰქონდათ წაგებული, ამიტომ მხოლოდ ძალიან ოპტიმისტი გულშემატკივარი თუ იფიქრებდა, რომ დღეს იუვენტუსი სასწაულის ჩადენის წინაშე დადგებოდა.

მატჩის მეორე წუთზევე მაძუკიჩმა "იუვენტუსი" დააწინაურა. ეს უკვე ხმამაღალი განაცხადი იყო. პირველი ტაიმი იტალიელებმა მანძუკიჩის დუბლით 0:2 მოიგეს. "რეალი" გატყდა, მადრიდელებს მოედანზე არაფერი გამოსდიოდათ, ზიდანს არც შეცვლებმა გაუმართლეს, ამასობაში კი "იუვენტუსმა" მესამე ბურთიც გაიტანა და ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადასულიყო, რომ არა დამატებულ დროში დანიშნული ძალიან საკამათო 11-მეტრიანი. ამასთან, მსაჯმა, მასთან კამათის გამო, ამ ეპიზოდთან არაფერ კავშირში მყოფი ბუფონი საერთოდ მოედნიდან გააძევა, შესნის კი რონალდომ აუღებელი დაურტყა - 1:3. 

რაც შეეხება მეორე წყვილს, "ბაიერნმა" თუკი გასვლაზე "სევილია" გაჭირვებით - 1:2 დაამარცხა, შინ საერთოდ ვერ შეძლო გატანა და ეს დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპული", "რომა", "რეალი" და "ბაიერნი" გავიდნენ. ნახევარფინალში გუნდები პარასკევს, ნიონში წილისყრაზე დაწყვილდებიან. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

3 საათის წინ

ქართველმა ჩოგბურთელმა ბუდაპეშტის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, სადაც კანადელი დენის შაპოვალოვი, რომელიც მსოფლიო კვალიფიკაციის 43-ე ნომერია. ორ სეტში, დამაჯერებლად - 6:2, 6:4 დაამარცხა. მეოთხედფინალში ნიკა იტალიელ ანდრეას სეპის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085