Notice: Undefined index: language in /home/ipressip/public_html/system/library/pagecache.php on line 70
ილია ბეგიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა
ილია ბეგიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა

ილია ბეგიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა.

2014 წლიდან ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ 2 აპრილს ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოსტსაც ითავსებს. ქარსელაძე მანამდე თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

უსუფაშვილი: ივანიშვილმა დაასკვნა, რომ მმართველი გუნდის განხეთქილება ქვეყანას უქმნის საფრთხეს

უსუფაშვილი: ივანიშვილმა დაასკვნა, რომ მმართველი გუნდის განხეთქილება ქვეყანას უქმნის საფრთხეს

1 წუთის წინ

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს ასეთი მოულოდნელობები ახასიათებს.  "დღევანდელი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის იქნებოდა ძალიან მძიმე და მტკივნეული, რადგან მას ძალიან მყარად ქონდა გადაწყვეტილი როდესაც წავიდა, აღარ მობრუნებულიყო...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085