სოფიო ქაცარავა იზაბელ დინგიზიანს შეხვდა

სოფიო ქაცარავა იზაბელ დინგიზიანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მხარეებმა საქართველო შვედეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს.

სოფიო ქაცარავამ, სტუმარს, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ესაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის კავშირების გამყარების თვალსაზრისით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირინე ფრუიძეც მონაწილეობდა.

ფოფხაძე: უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ ამას მშვიდად შეხვედო

ფოფხაძე: უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ ამას მშვიდად შეხვედო

37 წუთის წინ

ფოფხაძის თქმით, როდესაც არსებობს კითხვები, ყველას ერთნაირი პასუხი არ უნდა ქონდეს. "უმრავლესობის ფარგლებში უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი რესურსი, როგორც პოლიტოკისებმა ბოლომდე ამოწურონ, გარდა...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051