გიგა ბოკერია: "მთავარი პრობლემა - ივანიშვილი უნდა ჩამოვაცილოთ მთავრობას"

გიგა ბოკერია: "მთავარი პრობლემა - ივანიშვილი უნდა ჩამოვაცილოთ მთავრობას"

„უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ინიშნებიან ივანიშვილის პირადი მარიონეტები, რათა ებრძოლონ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა კრიმინალს“, - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადეს. 

გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გოგა მღებრიშვილის კანდიდატურის წარდგენას აფასებენ და აცხადებს, რომ ეს წარდგენა გვახსენებს იმ მთავარ პრობლემას, რომელსაც ივანიშვილის მარიონეტებით დაკომპლექტებული სისტემა ჰქვია.

„უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ინიშნებიან ივანიშვილის პირადი მარიონეტები, რათა ემსახურონ მას და არა ხალხს და კანონს; ებრძოლონ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა კრიმინალს. მთავარი პრობლემა - ივანიშვილი უნდა ჩამოვაცილოთ მთავრობას და ქვეყანა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ვიხსნათ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


 

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

კვიციანი:პოლიტპატიმართა სიიდან გიორგაძის მოთხოვნით ამომიღეს, მან ამისთვის ხაბურძანია გამოგზავნა

12 საათის წინ

"რუსებს არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა და ქართველებს არ უნდოდათ ჩემი მიღება. რუსებს იმიტომ არ უნდოდათ ჩემი წამოსვლა, რომ თავიანთ აგენტურას ძალიან ბევრს გავშიფრავდი და ბევრიც გავშიფრე. რომ არ არიან პოლიტიკურ ველზე, ვერ უყურებთ?!" - ასე იხსენებს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036