სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 100 000 ლარამდე დაიხარჯება

სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 100 000 ლარამდე დაიხარჯება

სიღნაღის ცენტრალური უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება - ამის შესახებ "აიპრესს" ქალაქის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა განუცხადა.

სიღნღის მერის თქმით, სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზების და ისტორიული სახლების ფასადების რეაბილიტაციას მოიცავს.

"ტურისტული სეზონი ახლოვდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სამუშაოები და დროულად დავასრულოთ. ძირითადად მოპირკეთდება ქალაქის ცენტრალური უბნები, მაგალითად ქვაფენილის საფარი, ასევე ძველებური სახლების ფასადები, ხის ღობები, რომლებიც შეცვლას საჭიროებს და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მოგვიანებით უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. პროექტის ბიუჯეტის წარდგენას კი უახლოეს დღეებში ვგეგმავთ საკრებულოს სხდომაზე.“- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გოგილაშვილმა.

სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ქალაქის მერის ინფორმაციით, დაახლოებით 100 000 ლარი გამოიყოფა.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

43 წუთის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036