ცქიტიშვილი: დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებას ნიშნავს

ცქიტიშვილი: დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებას ნიშნავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას 13 საფინანსო ინსტიტუტის, მათ შორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

მხარეებმა შესრულებულ სამუშაოებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. 

დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ პროექტს ახორციელებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სახელით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 

ბათუმში შუახნის ქალი 6 მაისის პარკში გარდაიცვალა

ბათუმში შუახნის ქალი 6 მაისის პარკში გარდაიცვალა

9 საათის წინ

 როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში "აიპრესს" განუცხადეს, ადგილზე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ინფომაციით, ქალს თავის ტრამვა აღენიშნებიდა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036