ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა იგეგმება

ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა იგეგმება

ვილინიუსში საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მედიას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

მინისტრის ინფორმაციით, 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში მსოფლის მასშტაბით  დაგეგმილია საქართველოზე ასეულობით კულტურული ღონისძიების, სამეცნიერო კონფერენციის, ლექციათა ციკლის ჩატარება და ასევე მრავალი სტატიის გამოქვეყნება. 

ამასთან, ჯანელიძის თქმით, საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები, უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებით განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, იგეგმება ასევე ვილსნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა.  

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

46 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068