"გულისხმობ, კობახიძე-მდინარაძეების ჯგუფის გარიგებას ბოკერიასთან, რომლის ფრაქციის კანდიდატურა იყო კაკაბაძე. სამწუხაროდ, ჩვენს ფრაქციას არ ჰქონდა ეს კვოტა,- წარგვედგინა კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. იმაზე არავინ საუბრობს, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მანკიერი სისტემა და გახდეს ის სამართლიანი და თავისუფალი, ყველა საპარლამენტო ფრაქციისთვის ხელმისაწვდომი... იმაში გვარწმუნებენ, რომ თუ ოპოზიცია ნეგატიურ კადრს წარადგენს, ეს მმართველი გუნდისთვის კარგია. სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის რა არის კარგი, ეს არავის აინტერესებს. მეგის ქარდავა რომ წარადგინოს ბოკერიამ სახალხო დამცველის პოსტზე, მდინარაძე რას გვეტყვის, კვოტირების სისტემა ასეთი გვაქვს და მეგის ქარდავა ან კოხტა კოდუა უნდა ავირჩიოთო, თუ როგორაა საქმე?!", - წერს ირმა ინაშვილი.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...