14 აპრილს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

14 აპრილს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

14 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს შორის დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას, ამ ინიციატივის ავტორი, ქალაქის მერი, კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დღეს დილით, თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართა და ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ორგანიზება სთხოვა, რასაც სფფ-მ სულ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებით უპასუხა და მატჩის ჩატარების თარიღი დაასახელა.

"თამაში ყველასთვის - Equal Game“ - ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. 

ინციდენტში მონაწილე სტუდენტების ადვოკატის განცხადებით, მათ სფფ-დან არავინ შეხმიანებია და მისთვის გაურკვეველია, როგორ დაიგეგმა აღნიშნული თამაში. ადვოკატის ინფორმაციითვე, სტუდენტები ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

6 საათის წინ

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036