ქანთარია: საპარლამენტო უმცირესობამ კაკაბაძის კანდიდატურა განგებ დააყენა, თორემ სახლში კი არ უკიდიათ მისი სურათი

ქანთარია: საპარლამენტო უმცირესობამ კაკაბაძის კანდიდატურა განგებ დააყენა, თორემ სახლში კი არ უკიდიათ მისი სურათი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, „ტვ პირველის ეთერში“, გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბებში, განაცხადა კითხვაზე, თუ რატომ არის პრობლემა ხმის მიცემა ნინია კაკაბაძისთვის, რომელიც უმცირესობის კვოტით შედის საზმაუს ბორდში. 

"არ მივცემდი ხმას და არც წინა მოწვევაზე არ მიმიცია და ვარჩიე, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავუწიოთ შეღავათი ჩვენს ამომრჩეველს და ასევე, ჩვენი სულსკვეთება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ასეცაა. ასეთ ანგაჟირებულ პერსონას, მე ვფიქრობ, ბორდში ადგილი არ უნდა ჰქოდეს, ამიტომ მე ვფიქრობ კეთილი უნდა ინებოს უმცირესობამ და მეორე კანდიდატი უნდა დააყენოს, მაგრამ არც მათ ეხატებათ და სახლში კი არ უკიდიათ კაკაბაძის სურათი მცირესობას, მათ სწორედ განგებ დააყენეს ეს კანდიდატურა კიდევ, რომ კი ბატონო, ნუ მისცემთ ხმას. მათ უნდოდათ, რომ არ მიგვეცა და მერე ატეხილიყო დეპეშები: აი, ერთპარტიული ბორდია და ა.შ. თუ მივცემდით ხმას, რაც უკვე მოხდა, მაშინ იტყოდენ, რომ აი, გაითვალისწინეს. ფაქტობრივად, ჭკვიანური-სტრატეგიული ხერხი იყო მათი მხრიდან", - განაცხადა ქანთარიამ. 

55 მომხრე,12 წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთ წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე აირჩია.

მომხრეებს შორის იყვნენ როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის დეპუტატები.

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

1 საათის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036