"მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთმა, ვინც ნინია კაკაბაძეს ხმა მისცა, იმიტომ არ მიუციათ, რომ გულზე ეხატებათ ეს პერსონა. ჩათვალეს ტაქტიკურ, გარკვეულ სტრატეგიულ ნაბიჯად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ასეთივე სტრატეგიული შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგ სხვა პერსონები: გამოვიდეს მერაბიშვილი და ასევე თქვან, რომ ეს ჩვენი კვოტით არისო. წინა მოწვევაზე ჩვენ არ მიგვიცია ხმა და დარჩა ღია, ხომ?! გედი ფოფხაძემ, როგორც ადამიანმა, რაღაცა ემოცია გამოხატა, როგორც ჩანს, რაღაცა მოთმინების ფიალა მას აევსო და ის ალბათ, ამაზე თვითონ იტყვის გარკვეულწლად, მაგრამ მისი რეაქცია იყო ძალიან მყისიერი და ნაჩქარევი, ჩემი აზრით", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე განცხადება გასულ სასესიო კვირას პირველ არხთან გააკეთა. მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...