სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასებს აღარ გადაუხდის

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასებს აღარ გადაუხდის

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, 2019 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასებს აღარ გადაიხდის.

ამის შესახებ „აიპრესს“ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განუცხადა.

„აიპრესი“ სამინისტროდან ხშირად ითხოვს საჯარო ინფორმაციას, რომელიც სამინისტროს აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს მიერ რიგი ფედერაციებისა და ასოციაციების დაფინანსებას ეხება. 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც, შესაბამისად ფინანსდებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ (ახლა უკვე კულტურისა და სპორტის სამინისტრო). დეტალურ ინფორმაციაში კარგად ჩანდა, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ყოველთვიურად სამინისტროს ვებ-პორტალზე მომუშავე პირებს ხელფასებს იმ თანხით უხდიდა, რომელსაც მას სამინისტრო ურიცხავდა.

- თქვენი უწყებიდან ხშირად ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას. საინტერესო ფაქტს ვაწყდებით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის შემთხვევაში, რომელსაც სამინისტრო აფინანსებს იმისთვის, რომ შემდეგ ასოციაციამ სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს. ანდაც, სამინისტროს მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული ღონისძიებების თანხა ირიცხება ასოციაციაში და შემდეგ ასოციაცია იხდის სამინისტროს ღონისძიებებისთვის ფულს. როდის უნდა მოიშალოს ეს და რასთან გვაქვს საქმე?

- მოიშალა უკვე და 2019 წლიდან აღარ იქნება. ამასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიც აღარ იმუშავებს და შესაბამისად, ეს ხარჯი აღარ იქნება. გპირდებით, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროში ასე აღარ იქნება“, - განაცხადა გოგოლაძემ. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

3 საათის წინ

ქართველმა ჩოგბურთელმა ბუდაპეშტის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, სადაც კანადელი დენის შაპოვალოვი, რომელიც მსოფლიო კვალიფიკაციის 43-ე ნომერია. ორ სეტში, დამაჯერებლად - 6:2, 6:4 დაამარცხა. მეოთხედფინალში ნიკა იტალიელ ანდრეას სეპის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085