გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ს სოსო ოხანაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ს სოსო ოხანაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მის უწყებას პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია, შესაბამისად, არ თვლის საჭიროდ, რომ სუს-მა დამატებითი კვლევა-ძიება დაიწყოს. ლილუაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.

"ოხანაშვილთან დაკავშირებით დაისვა ეს კითხვა, რა თქმა უნდა, ეს გავიგეთ პრესის მეშვეობით, თუმცა დადასტურებულად არ შეგვიძლია... რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს სამსახურს საქართველოს მოქალაქე ოხანაშვილის მიმართ არ გააჩნია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ დამატებით კვლევა-ძიება დავიწყოთ", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ირმა ნადირაშვილმა ეს შეკითხვა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების დახურულ სხდომაზე დასვა, სადაც გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა. თუმცა, რა უპასუხა სხდომაზე ლილუაშვილმა, ნადირაშვილი ამას არ ასაჯაროებს, რადგან ეს პასუხი მან დახურულ შეხვედრაზე მიიღო.

"ამ ადამიანთან გამოძიებას ჰქონდა შეკითხვები, ამიტომ, მნიშვნელოვანია დღეს ის სად აგრძელებს ცხოვრებას და მოღვაწეობას", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

შსს:ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა,თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა

4 საათის წინ

"შსს ასაჯაროების კრიმინალის შესახებ სტატისტიკას და ჩვენ ამ პროცესში ღია ვართ. სტატისტიკა მიუთითებს 2 რამეზე, ცალკეულ შემთხვევებში არსებობს პოზიტიური დინამიკა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ნეგატიური მატებაცაა. საგანგაშო მატება ამ ეტაპისთვის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068