"ვერ დაგიდასტურებთ, რომ 15 წუთით ადრე, მითუმეტეს ვინმეს ზეგავლენით მოხდა მხარდაჭერა. დიახ, უმრავლესობის ფარგლებში გვქონდა მსჯელობა, სადაც ითქვა, აიწონ-დაიწონა არგუმენტები, გამოითქვა პოზიციები და დააფიქსირეს კიდეც ეს სესიაზე. თითოეულმა დეპუტატმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მრწამსის, შეხედულების მიხედვით მიიღო თავისუფალი გადაწყვეტილება.
უმრავლესობის სხდომაზე არც ერთ საკითხზე, რომელიც კენჭსაყრელია მომავალ სასესიო კვირაში, არ ხდება დავალება არც ერთი დეპუტატის მიმართ, რომ ის ამას გააკეთებს, იმას დაუჭერს მხარს თუ არა. რამდენიმე წუთით ადრე ეს საკითხი არ გადაწყვეტილა, არავითარი ძალადობა, ზეწოლა თუ მინიშნება არც სესიაზე და არც სესიამდე არ ყოფილა", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია. „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის...