ზურაბ პოლოლიკაშვილმა ლეო მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად წარადგინა

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ლეო მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად წარადგინა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ქართველმა ხელმძღვანელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანური "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი ორგანიზაციის ელჩად წარადგინა, რომელიც მსოფლიოს ტურიზმის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არგენტინელის დასახელება ელჩად "ბარსელონასა" და "ლეგანესის" მატჩის დასრულების შემდეგ, "კამპ ნოუს" სტადიონზე მოხდა.

ჩემი მოგზაურობების დროს, მქონდა შესაძლებლობა გამეცნო სხვადასხვა კულტურები და საზოგადოებები, ისევე როგორც სხვა გზები მსოფლიოს სანახავად და ეს ძალიან გამდიდრებს. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობენ იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარება მოხდეს და მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია შევუერთდე ამ მისიას და ხელი შევუწყო პასუხისმგებელ ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ლეო მესიმ.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

9 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036