გოგი გვახარია: ნინია კაკაბაძემ პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ცხადია იხუმრა

გოგი გვახარია: ნინია კაკაბაძემ პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ცხადია იხუმრა

დღეს, სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრმა, ნინია კაკაბაძემ თავის სოციალურ ქსელში გაავრცელა პატრიართქნ შეხვედრის ფოტო და დაწერა პოსტიც, როგორ შეხვდა ის და გოგი გვახარია საქართველოს პატრიარქს.

პოსტი იყო შემდეგი შინაარსის: "მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ.

მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. 

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია." - წერს ნინია კაკაბაძე.

შესაბამისად, ფოტოც იყო დამონტაჟებული. 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნინია კაკაბაძემ თურმე ასე "იხუმრა". ამ "ხუმრობას " ადასტურებს "აიპრესთან გოგი გვახარია. "ცხადია, ნინიამ იხუმრა" განგვიცხადა მან.

"აიპრესი" ბოდიშს უხდის მკითხვლს მსგავსი შინაარსის "ხუმრობის" გავრცელებისთვის. ნიუსი აღებულია საიტიდან.

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

45 წუთის წინ

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036