ქართული ფილმი ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია

ქართული ფილმი ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, რატი წითელაძის დოკუმენტური ფილმი "სოციუმის პატიმარი" ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია. ფილმმა ნომინაცია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში მიიღო.

"სოციუმის პატიმარი" საქართველო-ლატვიის კოპროდუქციაა, რომელზეც რატი წითელაძემ ნინო ვარსიმაშვილთან (პროდიუსერი) ერთად იმუშავა. ავტორების თქმით, ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

ერთი თვის წინ "სოციუმის პატიმარი" ფინეთში, Tampere Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

გარკვეულწილად ამ გამარჯვებამ განაპირობა ევროპის კინოაკადემიის ნომინაცია, რადგან წელს Tampere Film Festival ერთ-ერთი ის ფესტივალი იყო, რომელთანაც ევროპულმა კინოაკადემიამ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმების შესარჩევად ითანამშრომლა.

აღსანიშნავია, რომ Tampere Film Festival-ს ოსკარის კვალიფიკაცია აქვს, შესაბამისად ამ ფესტივალზე გამარჯვებული ფილმი ავტომატურად იღებს ამავე სტატუსს და ოსკარის 2019 წლის ცერემონიისთვის მოკლემერაჟინი ფილმების სელექციის პროცესში მონაწილეობის უფლებას.

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

3 საათის წინ

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085