ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასა და უნგრეთთან ამხანაგურები დაგეგმა

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასა და უნგრეთთან ამხანაგურები დაგეგმა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სექტემბერსა და დეკემბერში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

როგორც "აიპრესს" ფუტსალის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ავთანდილ ასათიანმა განუცხადა, სექტემბერში ეროვნული გუნდი გერმანიაში ორ ტესტს ჩაატარებს, ხოლო დეკემბერში, თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს.

გარდა ამ ორი ამხანაგურისა, ასათიანის განმარტებით, კიდევ ორი მეტოქე ეყოლება ნაკრებს, რათა 2018 წელს უეფას ოთხი სანაკრებო ფანჯარა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენოს.

მოლაპარაკებები რამდენიმე ნაკრებთან მიმდინარეობს. ნაკრების თავკაცის თქმით, შესაძლოა რომელიმე მათგანი, ტოპ გუნდიც იყოს.

შეგახსენებთ, რომ 4 და 5 აპრილს, ფუტსალის ეროვნული ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდა და 5:1 და 6:0 გაანადგურა.

ფოტო: სფფ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

9 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036