სააღდგომოდ, თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ საჩუქრები გააგზავნა

სააღდგომოდ, თურქეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ საჩუქრები გააგზავნა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები  გაგზავნა.   

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.  წიგნებით უწყებას  წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ დაეხმარა.  

თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2016 წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია. თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ულოცავს თურქეთში და ყველა სხვა ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თურქეთში  მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო ამანათს  მესამე წელია აგზავნის. 

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

11 საათის წინ

"ვისაც იუსტიციის სამინისტრო იმოწმებს, ასევე ნავარაუდევი იყო ჩვენს მიერ. იანვარში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო, არა მთავრობის, არამედ სხვა პირების მხრიდან. ჩვენ მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს არის მართული კამპანია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036