დღეს საქართვლოში გლოვის დღეა!

დღეს საქართვლოში გლოვის დღეა!

მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
"მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამოშლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

10 აპრილი, 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085