საკრებულო ოზურგეთის მერისგან ბუჩქების დადაბლებაზე განმარტებას ითხოვს

საკრებულო ოზურგეთის მერისგან ბუჩქების დადაბლებაზე განმარტებას ითხოვს

  • iRegions.Ge
  • 05 აპრილი, 2018
  • 12:16
  • ადმინისტრატორი

ოზურგეთში ბუჩქების დადაბლებას საკრებულოს უკმაყოფილება მოჰყვა. ამ წუთებში საკრებულოს დეპუტატები იმ ადგილზე არიან შეკრებილები სადაც ფაქტი მოხდა და შესაბამისი უწყებისგან იღებენ ინფორმაციას.

როგორცც "აიპრესს" საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა განაცხადა, იმ ადგილზე სადაც ბუჩქები გაისხლა ცალმხირივი მოძრაობაა, ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ უშლიდა ხელს მძღოლებს აღნიშნული მცენარეები. 

"ამ წუთებში ვართ შეკრებილი, ვეცნობით სიტუაციას. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ფაქტს და უშუალოდ ამ აიპის, მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი მოვიდა ადგილზე და გვაცნობს ინფორმაციას თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. 

ჩვენ საკრებულო არ ვეთანხმებით ამ ფაქტს და ახლა ვერკვევით სიტუაციაში. აქციაში გადაიზრდება ეს, პასუხებს მივიღებთ თუ კაბინეტში გადაინაცვლებს ეს შეხვედრები, ამაზე ცოტა მოგვიანებით შევძლებთ საუბარს. 

ეს მცენარეები საავარიო სიტუციას ქმნიდაო, როგორც ჩვენ გვიხსნიან, მაგრამ აქ ცალმხრივი მოძრაობაა და საავარიო სიტუაციას, როგორ ქმნიდა? მთლიანი ბუჩების დადაბლება რა საჭირო იყო? ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატივა, რომ შეიძლებოდა ამ გაზონის დასაწყისში და დასასრულში მომხდარიყო 2 მეტრის დადაბლება", - განაცხადა მარიკა ჩხიკვიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სადაც ჩანს, რომ ოზურგეთში ბუჩქებს ადაბლებენ. "აიპრესი" აღნიშნული ქმედების მიზეზით დაინტერესდა და ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ტერიტორია გზაგამყოფი ზოლია, მძოლებს კი პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ მაღალი ბუჩქები მათ ხილვადობას აფერხებდა და ავარიულ სიტუაციას ქმნიდა. სწორედ ამ მიზეზით მოხდა მცენარეების დადაბლება. 

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085