ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

4 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა პროფესიონალი მხატვრის - მერაბ ჯოხაძის - პერსონალური გამოფენა. მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით.

გაფორმებული აქვს 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: ფერმა მთაში; იმედის მწვანე კუნძული; ლომა; ლომა - დავიწყებული მეგობარი; გაღმა ნაპირი, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა. მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი. მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. გამოფენა დაიხურება 10 აპრილს

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი  და დიდი აღიარება

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი და დიდი აღიარება

4 საათის წინ

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036