ჭიღვარია: ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება

ჭიღვარია: ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება

  • iRegions.Ge
  • 03 აპრილი, 2018
  • 06:41
  • ადმინისტრატორი

ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ქუთაისის მერი ქალაქში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი თუმცა, ამ დრომდე მისით არავინ დაინტერესებულა.

ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს.ამასთანავე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. აღნიშნულ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

"ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19 აპრილი, 2018

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, შუახევის კულტურის ცენტრში. ღონისძიება შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელების და ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036