ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

  • iRegions.Ge
  • 03 აპრილი, 2018
  • 06:46
  • ადმინისტრატორი

უამინდობამ ბათუმში "ენერგო პრო ჯორჯიას" პირველი ქვესადგურის შენობაში დროებით შესახლებული ორი ოჯაახი საცხოვრებელის გარეშე დატოვა. ძლიერმა ქარმა მესხის ქუჩაზე მდგარ ნაგებობას სახურავი გადახადა, წვიმამ კი საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა და საცხოვრებელი დატბორა. ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავს ახლობლებს აფარებენ. ისინი დახმარებას ბათუმის მერიისგან ითხოვენ. 

ორივე ოჯახი, როგორც თავად აცხადებენ, 2006 წელს შუახევიდან მიგრაციის შემდეგ ბათუმის მერიამ აღნიშნულ შენობაში დროებით დააბინავა. თუმცა მუნიციპალიტეტი დახმარებაზე ამჯერად უარს აცხადებს.

ჭაღალიძეების განმარტებით ამის მიზეზი ქალაქში რეგისტრაციის არქონაა. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერიისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085