ქუთაისის წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე  სრული რეაბილიტაცია ჩატარდება

ქუთაისის წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე სრული რეაბილიტაცია ჩატარდება

  • iRegions.Ge
  • 03 აპრილი, 2018
  • 07:25
  • ადმინისტრატორი

ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია იგეგმება. აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჭიღვარია ქუთაისში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი.

ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს.

ამასთანავე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

როგორც ქუთაისის მეტიაში ირწმუნებიან, აღნიშნულ საკითხხე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.

რამდენიმე დღეში მუნიციპალური განვითარების ფონდში იგეგმება პროექტის პრეხენტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

რიონის პირა სახლებში მაცხოვრებლები წლებია დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ ისტორიული სახლები ინგრევა, სახლების ნგრევა კი მათ სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.

მთავარი ფოტო: დათო ლიკლიკაძე 

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085