პატრიარქი: გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას

პატრიარქი: გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას

სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მულოცა და ქადაგებისას ბრძანა, რომ "მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით ერთად დადიან და არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რათა განსაცდელს უფალი გვიგზავნის, განსაცდელი კი არის გზა სასუფეველში". 

"ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები, ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, და წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, და მთელი ქალაქი ადიდებდა უფალს და ხვდებოდნენ, როგორც მეფეს. 

ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც ერთ დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა, ჯვარს აცვი იგიო. არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, რადგან ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს, " - ბრძანა ილია მეორემ. 

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

გვარამია: ევროპულმა საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეცდომაზე, რაც დანაშაულზე მეტია

11 საათის წინ

"ვისაც იუსტიციის სამინისტრო იმოწმებს, ასევე ნავარაუდევი იყო ჩვენს მიერ. იანვარში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო, არა მთავრობის, არამედ სხვა პირების მხრიდან. ჩვენ მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ეს არის მართული კამპანია...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036