თბილისში, რამდენიმე ჩიხსა და შესახვევს ნატუსების, ტყის, ქვიშიანის და ზამთრიანის სახელი მიენიჭება

თბილისში, რამდენიმე ჩიხსა და შესახვევს ნატუსების, ტყის, ქვიშიანის და ზამთრიანის სახელი მიენიჭება

დღეს თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით 30 საკითხი განიხილება.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქის უსახელო რამდენი ქუჩის შესახვევს და ჩიხს სახელს მიანიჭებენ, რის შემდეგ თბილისს ნატუსების, ტყის, ქვიშიანის, ზამთრიანის ქუჩები დაემატება.


"ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ნიკოლოზ ტიხონოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ნატუსების სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ტყის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის ქვიშიანის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზამთრიანის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)"- აღნიშნულია დღის წესრიგში.

"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

10 აპრილი, 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036